15 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან 36 წელი გავიდა

დღეს 36 წელი შესრულდა თბილისის დინამოს ისტორიული გამარჯვებიდან. 1981 წლის 13 მაისს თბილისის "დინამომ" ევროპის ქვეყნების თასების მფლობელთა თასის გათამაშების ფინალში, დიუსელდორფის "რაინშტადიონზე" გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი იენის "კარლ ცაისი" 2:1 დაამარცხა და თასების თასის მფლობელი გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ დინამოელები მატჩის მსვლელობისას 0:1 აგებდნენ, ნოდარ ახალკაცის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა ანგარიშის გათანაბრება ჯერ ვლადიმერ გუცაევის ზუსტი დარტყმით მოახერხა, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ვიტალი დარსელიამ ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 

დღის ამბები