15 ნოემბერი 2024,   14:01
ვრცლად
ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს

თბილისში მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი 2 დღის წინ ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა.

ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამჟამად პირველ კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კლინიკის ექიმები არ საუბრობენ. დათუნაშვილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღითაა დაჭრილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შეძლებს თუ არა დათუნაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრებას, რომელიც რამდენიმე თვეში გაიმართება ამ დროისთვის უცნობია. ინციდენტის დეტალებზე არ საუბრობენ ჭიდაობის ფედერაციაში.

დღის ამბები