ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მადრიდის რეალის მოსალოდნელი ტრიუმფით დასრულდა.
ზინედინ ზიდანის გუნდმა ბოლო ტურში მალაგა გასვლაზე 2:0 დაამარცხა და 4-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს მადრიდელებმა ბურთი ყველა მატჩში გაიტანეს. სამეფო კლუბი ანდალუსიაში კრიშტიანო რონალდოს გოლით მეორე წუთზე დაწინაურდა - პორტუგალიელმა ისკოს გადაცემა გამოიყენა. 55-ე წუთზე კი ქარიმ ბენზემამ სხვაობა ორამდე გაზარდა.
მადრიდის რეალს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს - გუნდი ისტორიაში 33-ედ გახდა ესპანეთის ჩემპიონი.