15 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ეკატერინბურგის გრან-სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს

ეკატერინბურგის გრან სლემზე ქართველმა ძიუდოისტებმა ჯამში 4 მედალი მოიპოვეს.

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. ანალოგიური შედეგი აჩვენა ვარლამ ლიპარტელიანმაც, ხოლო ლევან მატიაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, რომელმაც ფინალში ბრაზილიელ დავიდ მოურასთან იჭიდავა და გაფრთხილებებით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინბურგის გრან სლემის პირველ დღეს ვერცხლის მედალი ამირან პაპინაშვილმა აიღო. შედეგად, გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით მე-5 ადგილი დაიკავა.

დღის ამბები