დღეს ქალაქი სტოლკჰოლმი ევროპა ლიგის ფინალს უმასპინძლებს. ერთმანეთს მანჩესტერ იუნაიტედი და ამსტერდამის აიაქსი დაუპისრისპირდებიან.
გუნდები აქამდე 4-ჯერ შეხვდნენ და გამარჯვება ორ-ორჯერ იზეიმეს, ჰოლანდიელებმა 3 ბურთი გაიტანეს, ხოლო ინგლისელებმა 5. ევროთასებზე ბრიტანელების დაუმარცხებელი სერია უკვე 10 მატჩია გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ევროპის ლიგა ერთადერთი ტურნირია, რომელიც მანჩესტერს არ მოუგია.
ფინალი 22:45 საათზე წუთიერი დუმილით დაიწყება, ფეხბურთელები და გულშემატკივრები მანჩესტერში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს. შვედეთის დედაქალაქში უსაფრთხოების მაქსიმალური ზომებია მირებული.