ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ღია პირველობა დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო. ბასილაშვილმა მსოფლიოს 31-ე ჩოგანი, ფრანგი ჟილ სიმონსი 4 სეტში 1:6, 6:2, 6:4, 6:1 დაამარცხა.
მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ვიქტორ ტროიცკი იქნება (ATP-ის რეიტინგი 35) შეხვედრის დაწყების ზუსტ თარიღსა და დროს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.