ბარსელონას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - კლუბს მომავალი სეზონიდან ერნესტო ვალვერდე უხელმძღვანელებს, რომელიც უკვე დასრულებულ სეზონში ბილბაოს ატლეტიკის მწვრთნელი იყო.
ბარსელონა ახალი მწვრთნელს ხვალ წარადგენს. ოფიციალურ ცერემონიაზე იქნება ლუის ინრიკეც, რომელმაც კონტაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბის დატოვება გადაწყვიტა. გუნდის ოფიციალური Twitter-ის გვერდის ცნობით, ვალვერდე 2 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 1 წლის ავტომატურად გახანგრძლივების პერსპექტივით.
შეგახსენებთ, რომ ვალვერდე 1988-90 წლებში ბლაუგრანას ფეხბურთელი გახლდათ.