31 მაისს საქართველოში 20 წლამდე მორაგბეებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება. შეხვედრები თბილისში და ქუთაისში გაიმართება. მსოფლიო პირველობაზე 12 საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირის მონაწილე ნაკრებები სამ ჯგუფში არიან განაწილებული:
A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა.
B ჯგუფი: ირლანდია, ზელანდია, შოტლანდია, იტალია.
C ჯგუფი: არგენტინა, სამხრეთი აფრიკა, საფრანგეთი, საქართველო.
ხვალ მსოფლიო ჩემპიონატი ინგლისი-სამოას შეხვედრით გაიხსნება, რომელიც 13:00 საათზე ავჭალის სტადიონზე გაიმართება. ასევე, ავჭალის მოედანზე ჩაატარებს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრები. უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქე არგენტინა იქნება. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.