მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრები არგენტინას დაუპირისპირდა და 26:37 დამარცხდა.
შეხვედრა ავჭალის მოედანზე ჩატარდა და არგენტინელების აშკარა უპირატესობით წარიმართა. ტურნირზე უმცროსი ბორჯღალოსნებიდან პირველი ლელო უჩა ჭეიშვილმა გაიტანა.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მომდევნო მეტოქე 4 ივნისს სამხრეთ აფრიკა იქნება. შეხვედრა 18:00 საათზე გაიმართება.