ფუტსალში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს ნაკრების მეტოქე რუმინეთი იქნება.
პლეი ოფის პირველი მატჩები 10-13 სექტემბერს, ხოლო საპასუხოები 24-27 სექტემბერს გაიმართება. საქართველო პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.
გადამწყვეტ ეტაპზე წარმატებული თამაშის შემთხვევაში საქარტველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც სლოვენიის დედაქალაქ ლუბლიანაში 30 იანვარს დაიწყება.