15 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
ოლიმპიადა რუსეთის გარეშე - ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილება

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებს სამხრეთ კორეის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობაზე უარი უთხრა.

კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სპეციალურმა კომისიამ მოსკოვის მორიგი განაცხადი განიხილა. გასულ კვირას სპორტის უმაღლესმა ტრიბუნალმა 28 რუს სპორტსმენს აკრძალვები მოუხსნა. თუმცა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე ახსნა-განმარტება არ მიუცია.

ამის შემდეგ რუსეთმა კომიტეტს 15 სპორტსმენის დაშვებაზე ოფიციალურად მიმართა, მაგრამ დღეს უარი მიიღო. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეცკომისიამ მას შესაბამისი რეკომენდაცია არ მისცა.

დღის ამბები