საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, რომელიც ყაზახური ტობოლის ღირსებას იცავს, ამხანაგური მატჩის დროს ხელჩართული ჩხუბის მონაწილე გახდა.
ინციდენტი ტობოლი-ანჟის მატჩის მიწურულს მოხდა. ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, შელაპარაკების შემდეგ კი მას სახეში ჩაარტყა. დაპირისპირებული სპორტსმენების გაშველება ფეხბურთელებმა მოახერხეს და ინციდენტიც განიმუხტა.
მატჩი ანჟის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.