რაგბიე ვროპის პირველი ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას ქუთაისის სარაგბო მოედანზე უმასპინძლა და მეტოქე გამანადგურებელი ანგარიშით 47:0 დაამარცხა.
ბორჟღალოსნები უპირატესობას პირველივე წუთებიდან დაეუფლნენ და პირველი ტაიმი 28:0 მოიგეს. მატჩის მეორე ნახევარიც ქართველების უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
რაგბი ევროპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად გერმანიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 17 თებერვალს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება.
ფოტო - TBC ბანკი