01 მაისი 2024,   09:39
ვრცლად
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე თურქ კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ახალი თავმჯდომარე თურქ კოლეგებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის დელეგაციის წევრები ალექსანდრე ტაბატაძესთან ერთად სოფელ ოძისში ჩავიდნენ.

ისინი ადგილზე გაეცნენ მცოცავი ოკუპაციის შედეგებს. ორდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

"ჩვენ ვიმყოფებოდით ახლა საოკუპაციო ხაზთან. თურქეთის დელეგაციამ მოინახულა საოკუპაციო ხაზი, ისინი გაეცნენ ბორდერიზაციის პროცესს და მინდა გითხრათ, რომ თურქეთი არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორი და ყველა საერთაშორისო დონეზე და საერთაშორისო ფორუმზე ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.

დღის ამბები