03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები უკვე მეორე დღეა ვერ ხორციელდება

"ათათურქის" საერთაშორისო აეროპორტების დაკეტვის გამო თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენები უკვე მეორე დღეა ვერ ხორციელდება. თოვლისა და ცუდი ხილვადობის გამო ღამით თბილისიდან სამი რეისი ვერ შესრულდა.

მგზავრების თქმით, ისინი კომპანიამ რეისების გაუქმების შესახებ არ გააფრთხილა. ადგილზე მისულებს კი მეორე დღეს შესთავაზეს ანალოგიური რეისით გამგზავრება ან თურქეთის მეორე - "გოგჩენის" აეროპორტში ჩაფრენა.

ავიაკომპანიაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს "ათათურქის" აეროპორტი ფრენების განახლებას.

დიდთოვლობის გამო 300-მდე რეისის გადადება მოუხდა "თურქიშ ეარლაინსს".

ცუდი ამინდის მიზეზით ლივერპულში დროულად გაფრენა ვერ შეძლეს საფეხბურთო გუნდ "ბეშიქთაშის" ფეხბურთელებმაც.

სტამბოლში ორდღიანი გადაუღებელი თოვის შედეგად სახმელეთო ტრანსპორტის გადაადგილებაც შეფერხებულია. შეწყდა სასწავლო პროცესი. 

დღის ამბები