21 დეკემბერი 2024,   18:56
ვრცლად
შარლ მიშელი: საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, საქართველოს მომავალზე გადაწყვეტილება საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს, ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ საუბრობს. 

"შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საქართველოსთვის გადამწყვეტ მომენტში. როგორც კანდიდატმა ქვეყანამ, საქართველომ უნდა გააღრმავოს რეფორმები ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების შესაბამისად. რეფორმა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპები ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უმთავრესია. საქართველოს მომავლის შესახებ გადაწყვეტილება, საქართველოში მხოლოდ ქართველმა ხალხმა შეიძლება მიიღოს", - წერს შარლ მიშელი.

დღის ამბები