21 დეკემბერი 2024,   18:48
ვრცლად
ისტორიაში პირველად საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

ისტორიაში პირველად, საქართველო ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. უდიდესი სპორტული ღონისძიების სამზადისს ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური დირექტორი დიტერ ლამერი და ადმინისტრაციული მენეჯერი ნატალია ბოდროვა გაეცნენ.

დამკვირვებლებმა დაათვალიერეს მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებელი ადგილი, ახალი სპორტის სასახლე. ასევე ფარიკაობის ფედერაციის დარბაზი, რომელიც ტურნირამდე ერთი კვირით ადრე სხვადასხვა ქვეყნიდან სპორტსმენების შეკრებასა და მზადების პროცესს უმასპინძლებს.

დიტერ ლამერის შეფასებით, საქართველო მზადაა მსოფლიო ჩემპიონატის ჩასატარებლად და აღნიშნავს, რომ პოზიტიური მოლოდინები აქვს.

დღის ამბები