08 მაისი 2024,   08:12
ვრცლად
ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს

ქართველი და ბერძენი სამართალდამცველების თანამშრომლობის შედეგად ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

უწყების ცნობით, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ, დაახლოებით 200-მდე ბინა გაქურდა. შსს-ის ინფორმაციით, მათ კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. კანონიერ ქურდთან. 

სამართალდამცველებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები