19 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
31 ევროდეპუტატის წერილი ჩემთვის ნიშნავს, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნოს საპროტესტო მუხტი საქართველოში - მაკა ბოჭორიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 31 ევროპარლამენტარის წერილი, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსისა და დაფინანსების შეჩერებას ეხებოდა, საქართველოში საპროტესტო მუხტის შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

მისივე თქმით, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ ქვეყანა ყველაზე ახლოს დააყენა ევროკავშირთან.

"30 თუ 31 დეპუტატის წერილი ჩემთვის ნიშნავს ერთადერთ რამეს - ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეინარჩუნოს საპროტესტო მუხტი საქართველოში. საქართველოს ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელმაც დღეს საქართველო ყველაზე ახლოს დააყენა ევროკავშირთან. ახლა კითხვის ნიშნების დასმა თუ მუქარა, რომ ეს უმნიშვნელოვანესი მიღწევა თურმე უნდა წაერთვას საქართველოს, მაშინ ჩვენ გვაქვს კითხვა - ვის ინტერესებშია ეს?"- აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები