20 მაისი 2024,   00:55
ვრცლად
"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - ამ სლოგანით ქუთაისში მსვლელობა გაიმართა

"კი ევროპას, არა რუსულ კანონს!" - ამ სლოგანით მსვლელობა, თბილისის პარალელურად, ქუთაისშიც გაიმართა. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

ისინი მსვლელობით ჯერ "ქართული ოცნების" ოფისთან, შემდეგ კი მერიასთან მივიდნენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია კანონპროექტის ქართული ვერსია და იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება, საბოლოოდ, გაითვალისწინებს დასავლური პარტნიორებისა და მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრს.

 

დღის ამბები