03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება

საცხოვრებელი ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი, 20%-ის ნაცვლად, 5%-ით დაიბეგრება.

ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.  

ღარიბაშვილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის. 

"ბინის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი დაიბეგრება 5%-ით, ნაცვლად 20%-ისა. ვფიქრობ, ეს საინტერესო იქნება საცხოვრებელი ბინის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის," - აღნიშნა პრემიერმა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა, რომლითაც სამშენებლო ობიექტები, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტომდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.  

დღის ამბები