03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
უკრაინაში მაიდნის წლისთავისთვის მარგველაშვილი მიემგზავრება

კიევში მაიდნის წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიალში, რომელიც უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით იმართება, საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ "კურიერთან" გააკეთა.   

"ბატონი პრეზიდენტი მიემგზავრება უკრაინაში ერთი დღით, სადაც ის მონაწილეობას მიიღებს იმ ღონისძიებაში, რომელსაც გეგმავს უკრაინის ხელისუფლება," - ამბობს დავით საგანელიძე.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ოფიციალური მიწვევა უკვე მიიღო. თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოფიციალური განცხადება მის წასვლასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.     

რაც შეეხება საპარლამენტო დელეგაციას, საგანელიძე ამბობს, რომ "ბატონ პრეზიდენტთან ერთად უმრავლესობიდან აუცილებლად იქნებიან წარმომადგენლები და თუ ვინ, ამაზე ალბათ ხვალ-ზეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას." 

ცნობისთვის, მაიდნის წლისთავი კიევში ხვალ, 20 თებერვალს აღინიშნება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები