09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
დონეცკში დაკავებულ ოს მებრძოლებს შორის ბორის ჩოჩიევის შვილიც არის

დონეცკში ოსი მებრძოლები დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ერთ-ერთი მათგანი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის - ბორის ჩოჩიევის შვილი სარმატ ჩოჩიევია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უკრაინის ტერიტორიაზე დონეცკელი მებრძოლების გვერდით იბრძოდნენ. დაკავების მიზეზი კი მებრძოლთა ლიდერების ბრძანებების დაუმორჩილებლობა გახდა.

სარმატ ჩოჩიევთან ერთად, სეპარატისტების მილიციამ სამხრეთ ოსეთიდან ჩასული კიდევ 4 მებრძოლი დააკავა. ისინი დონეცკის ბაზაზე გადაიყვანეს.

დღის ამბები