"თავისთავად ესეც არის იმ პირის შეკვრის შედეგი, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ხდება, როდესაც არის პირდაპირი ზიზღის კამპანია წამოწყებული "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. ეს ბანერი არის ამ ზიზღის კამპანიის მხოლოდ ერთ-ერთი გამოხატულება და ვხედავთ, რომ არის აბსოლუტური ნული რეაგირება არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი დამკვირვებლებისგან" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ნეგატიური კამპანიის ბანერებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ამასთან, პაპუაშვილი "ქართული ოცნების" ბანერებთან დაკავშირებით უცხოელი დიპლომატების განცხადებებს იხსენებს და აცხადებს, რომ ოპოზიციასთან მიმართებაში ისინი ჩუმად არიან.
მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ არ შეიძლება უცხოელი იყოს აქტიური არჩევნებში.
"ჩვენ გვახსოვს, მათ შორის, უცხოელების განცხადებები ჩვენს კამპანიასთან და ვხედავთ, რომ ჩუმად არიან "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რატომ არ შეიძლება რომ უცხოელი იყოს აქტიური არჩევნებში. ამ დღეებმა ჩვენ ეს გვაჩვენა, როდესაც სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლების აქტივობები ვნახეთ. პირველი, მათ არ აქვთ იმის ცოდნა, რომ გაერკვნენ, თუ რა პოლიტიკური დინებები არის საქართველოში და კომპეტენტურად იმსჯელონ ამასთან დაკავშირებით. შეიძლება კეთილი განზრახვებიც კი ჰქონდეთ, მაგრამ საბოლო ჯამში გამოდის ის, რომ იჭერენ იმ მხარეს, რომელიც ქართული ისტორიისთვის არის მცდარი მხარე, რაც ნიშნავს "ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციის მხარდაჭერას" - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, აბსოლუტური ფრონტია შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ "ქართული ოცნებისთვის" არათანაბარი პირობები შექმნან, თუმცა, კვლევებით ჩანს, რომ ამის გამო ქართველი ხალხი უფრო ბრაზდება.
"ჩვენ ვხედავდით, რომ არის კრიტიკა "ქართული ოცნების" კამპანიისა ზოგიერთი უცხოელის მხრიდან და აბსოლუტური შტილი და სიჩუმე, როდესაც ვხედავთ ზიზღის და ძალადობის კამპანიას ოპოზიციისგან, იქნება ეს ბანერები, იქნება ეს მივარდები. ამ ზიზღის კამპანიის გამო ჩვენი ერთ-ერთი მხარდამჭერი გარდაიცვალა, გახსოვთ გეგუთის შემთხვევა, და ამაზე ხმა არ ამოიღო არავინ. საია-მ ისიც კი არ იკადრა, რომ თავის ანგარიშში ჩაეწერა ეს. უარი თქვეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ ანგარიშში ეს აესახათ. აი, ასეთ ტენდენციებთან გვაქვს ჩვენ საქმე. არის აბსოლუტური ფრონტი შეკრული ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ოპოზიციას შორის იმისთვის, რომ შექმნან არათანაბარი პირობები "ქართული ოცნებისთვის", თუმცა, ვხედავთ და მათ შორის, კვლევებიც ძალიან კარგად აჩვენებს, რომ პირიქით, ამის გამო ქართველი ხალხი კიდევ უფრო ბრაზდება, როცა ხედავს, რომ უცხოელები ხელებს აფათურებენ ჩვენს პოლიტიკაში და ფიქრობენ, რომ მათი მითითებებით უნდა მიიღოს ქართველმა ხალხმა გადაწყვეტილებები, როცა ხედავენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თვალს ხუჭავენ იმ დარღვევებზე, რომელიც ხდება "ქართული ოცნების" წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ აბრაზებს ჩვენს ამომრჩეველს და ამას საბოლოო ჯამში ისინი არჩევნებში გამოხატავენ "ქართული ოცნების" მხარდაჭერით" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა