03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
პარლამენტის წინ საყდრისის გადარჩენის კომისიის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

„შეწყდეს მსოფლიოს უძველესი მაღაროს ნგრევა,” - ამ ლოზუნგით საყდრისი-ყაჩაღიანის გადარჩენის კომისიის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

პარლამენტის წინ შეკრებილები საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვენ, რომელიც ამ საკითხს შეისწავლის.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს საყდრისში მიმდინარე სამუშაოები.

შეკრებილების თქმით, თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებაც ირიბად და პირდაპირ მონაწილეობდა საყდრისის აფეთქებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები