03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ხონში გაზიფიცირება დაიწყო

ხონში გაზიფიცირება დაიწყო და სამუშაოების დასრულება 2015 წლის აგვისტოში იგეგმება.

სამუშაოების დასრულების შემდეგ 4 ათას 200-ზე მეტი ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს.

გაზიფიცირების დაწყება საზეიმოდ აღნიშნეს, რასაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი დაესწრო.

ბუნებრივი აირის სექტორში ახალი მომხმარებლის ქსელზე მიერთების ტარიფი 600-იდან 400 ლარამდე შემცირდა.

შენარჩუნებულია თანხის ეტაპობრივად გადახდის მექანიზმი და მოსახლეობას უკვე შემცირებული ტარიფის გადახდა თვეში 25 ლარად, 16 თვის განმავლობაში შეეძლება.

მომსახურების ღირებულებაში შედის ბუნებრივი აირის ერთი წერტილის მოწყობა.

კახა კალაძის განცხადებით, გაზიფიცირება მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლის ბოლომდე დასრულდება.

2014 წლის დეკემბერში ხონის მუნიციპალიტეტში სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს უკვე მიეწოდებათ ბუნებრივი აირი.

პარალელურად, როგორც იმერეთის რწმუნებული აცხადებს, "სოკარ გაზ ჯორჯიას" მიერ მიმდინარეობს რამდენიმე სოფლის გაზიფიცირება.

ამავე თემაზე
დღის ამბები