04 მაისი 2024,   18:07
ვრცლად
ქალთა უფლებები და საქმეები სტრასბურგის სასამართლოში - ლიკანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის შეხვედრა იმართება

ლიკანში იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და კომიტეტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ევროკავშირისა და გაეროს სააგენტოების ერთობლივი ინიციატივის „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ მხარდაჭერით იმართება.

შეკრებილები 6 საკითხს განიხილავენ, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულებას.

შეხვედრაზე ასევე ქალთა, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვისა და მათზე ძალადობის აღკვეთის მექანიზმებზე მსჯელობენ.

დღის ამბები