03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
”ვერ ვხედავ საფრთხეებს ამ კანონში” - ანი მიროტაძე მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე

”ვერ ვხედავ საფრთხეებს ამ კანონში,” - ასე აფასებს მაუწყებლებისა და ოპოზიციის კრიტიკას მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე.

იგი აცხადებს, რომ მან მხარი დაუჭირა ცვლილებებს, თუმცა მანამდე გაეცნო ყველა შენიშვნას, რომელიც მაუწყებლებს ჰქონდათ.

მიროტაძის თქმით, მან ძალიან ბევრი იმუშავა იმაზე, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო თითოეული მოსაზრება და როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, საბოლოო ვარიანტში შენიშვნები გათვალისწინებულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები