03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
„გაერთიანებული დემოკრატები” კახეთის რეგიონში ნეპოტიზმის ფაქტებს აპროტესტებენ

„გაერთიანებული დემოკრატების” კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რეგიონში ნეპოტიზმის ფაქტებს აპროტესტებს.

ვალერი შოშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოთხ რაიონში გამოვლენილ კონკრეტულ შემთხვევებზე ილაპარაკა და რაიონის ხელმძღვანელი პირები თვითმმართველობაში მომუშავე თანამშრომლებთან ნათესაურ კავშირში დაადანაშაულა.

მისი თქმით, გურჯაანში, თელავში, ლაგოდეხსა და ახმეტაში, უმრავლეს შემთხვევაში, საჯარო სამსახურში ერთი ოჯახიდან რამდენიმე წევრია დასაქმებული.

„გურჯაანში გვაქვს თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ გამგებლის მოადგილის მამა ზედამხედველობს ადმინისტრაციული სამსახურს გამგეობას,” - აცხადებს ვალერი შავლიაშვილი და განმარტავს, რომ ნეპოტიზმის შემთხვევები რეგიონის რვავე რაონში დასტურდება.

„გაერთიანებული დემოკრატების” განცხადებას უარყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე და აცხადებს, რომ თითოეული თანამშრომელი კონკურსის შედეგად არის დანიშნული.

„კონკურსის გარეშე ვინც არიან მიღებულები, თქვენ შეგძლიათ გადაამოწმოთ და ნახავთ, რომ ყველაზე პროფესიონალი კადრებია მიღებული,” - აცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელი გია გერგიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები