12 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
"სპეციალური ეკონომიკური სივრცე სოფელ რუხთან განთავსდება"-ქეთევან ციხელაშვილი პრემიერის ინიციატივას განმარტავს

სპეციალური ეკონომიკური სივრცე სოფელ რუხთან განთავსდება. ამის შესახებ განცხადება შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა. მისივე თქმით მსგავსი სივრცეების განთავსება გამყოფი ხაზების სხვა მონაკვეთებზეც იგეგმება.

„ერგნეთის მიმართულებით ასეთი ინფრასტრუქტურის განთავსება განხილული იქნება ისეთ შემთხვევაში თუ აღდგება ბუნებრივია გადაადგილების თავისუფლება. ეს არის სპეციალური ეკონომიკური სივრცე სადაც განთავსდება სხვადასხვა ტიპის მომსახურება ერთი ფანჯრის პრინციპით და შესაძლებელია მომსახურების გაწევა ელექტრონული ფორმითაც. დაინტერესებულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ სხვადასხვა საკონსულტაციო, საინფორმაციო მომსახურება. ვფიქრობთ, რომ ესეთი სივრცე განთავსდეს პირველ ეტაპზე რუხში, სადაც უკვე არსებობს გარკვეული ინფრასტრუქტურა და თქვენ იცით რომ ასევე წელს სრულდება მრავალპროფილური კლინიკის  მშენებლობა. მაგრამ რა თქმა უნდა ამ სივრცის სრულად ან კომპონენტებად განთავსება გამყოფი ხაზების სხვა მონაკვეთებზეც განიხილება,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ეკონომიკური ზონის შექმნის ინიციატივით პრემიერი გამოვიდა. მან თქვა, რომ ეს არის ერთგვარი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ,“ რაც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სხვადასხვა ეკონომიკურ და საგანმანათლებლო შეღავათებს გულისხმობს. 

დღის ამბები