21 დეკემბერი 2024,   20:18
ვრცლად
"აბსურდული და სასაცილო," "საზოგადოების დაცინვა" - ოპოზიცია სამთავრობო ჯიპების ფერის შეცვლის ინიციატივას აფასებს

დადგენილებაში, რომელიც მინისტრთა კაბინეტმა მიიღო, წერია, რომ სახელმწიფო უწყებებს შავი ფერის მანქანების შეძენა ეკრძალებათ. თუმცა თუ მაგალითად თეთრი ძვირადღირებული ჯიპის ყიდვას გადაწყვეტენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავენ. არადა, გასული წლის ნოემბერში პრემიერი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველოში შავი ჯიპების ეპოქის დასრულების დროა, რადგან ეს ყველას, მათ შორის, მასაც აღიზიანებს. სწორედ ამ განცხადებიდან გამომდინარე, მხოლოდ მანქანების ფერის შეცვლის შესახებ მიღებულ დადგენილებას ოპოზიცია "არასერიოზულს" უწოდებს.

"რეალურად ეს არის საზოგადოების დაცინვა, ვინაიდან მთავარი აქ არის არა მანქანების ფერი, არამედ ის ფაქტი რომ ხელისუფლება აურაცხელ ფულს ხარჯავს საკუთარი თავის შენახვაზე, საკუთარ აქტივისტებზე, ჩინოვნიკებზე," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ზაზა ბიბილაშვილი.

"ევროპულ საქართველოში" კი ხელისუფლების ინიციატივას ჯიპების ფერის შეცვლის შესახებ "აბსურდულს და სასაცილოს" უწოდებენ. 

"თურმე ჩვენი ქვეყნის პრობლემა ყოფილა შავი ჯიპები. პრობლემა არის ამ ჯიპების ფასი და პრობლემა არის ის თუ რამდენს ხარჯავს ხელისუფლება საკუთარ ფუფუნებაზე, საკუთარ ხელფასზე და პრემიაზე ბიუჯეტიდან, რამდენ ფულს იღებს ბიზნესიდან და ეკონომიკიდან საკუთარი კეთილდღეობისათვის," - აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე. 

სამოქალაქო სექტორი აღნიშნულ ინიციატივაში შესაძლო კორუფციის ნიშნებს ხედავს. 

დღის ამბები