03 ოქტომბერი 2024,   08:31
ვრცლად
"კურიერის" სპეციალური ეთერი კიევიდან - რას ნახავთ "რუსთავი 2-ზე"

ხვალ, 21:00 საათზე "კურიერის" მთავარი გამოშვება ეთერში კიევიდან გავა.

20 თებერვალი უკრაინის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. დღე, რომელმაც ქვეყანა შეცვალა.

ერთი წლის წინ ზუსტად ევრომაიდანზე ათასობით უკრაინელი "ბერკუტის" წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაერთო. 4-თვიანი პროტესტის ბოლო აკორდი და ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოლოო გამარჯვება სწორედ ევრომაიდანს უკავშირდება.

გამთენიისას იანუკოვიჩის სპეცრაზმმა მომიტინგეების დარბევა დაიწყო. მხოლოდ 20 თებერვალს 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სულ კი ევრომაიდანმა 100-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა და მათ ხვალ მოიხსენიებენ, როგორც "ზეციურ ასეულს". 

დღის ამბები