03 ოქტომბერი 2024,   08:27
ვრცლად
20 საათზე მეტი ლოდინის შემდეგ "მანდარინების" რეჟისორმა ოსკარებზე გამგზავრება შეძლო

თურქეთის აეროპორტში 20 საათზე მეტი ლოდინის შემდეგ "მანდარინების" რეჟისორი ზაზა ურუშაძე ლოს-ანჯელესში გაემგზავრა. 

რაც შეეხებათ მსახიობებს, ისინი გზას, სავარაუდოდ, ხვალ განაგრძობენ, რადგან მიშა მესხმა თურქეთის აეროპორტში პასპორტი დაკარგა, რომელიც მოგვიანებით იპოვეს. საქართველოში თურქეთის კონსული მსახიობებთან ერთად იმყოფება და ეხმარება მათ ხვალინდელი რეისით გამგზავრებაში.

შეგახსენებთ, დღეს დილიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთში დიდთოვლობის გამო რეისები გაუქმდა და ქართველი მსახიობები და რეჟისორი ოსკარების დაჯილდოებაზე გამგზავრებას ვერ ახერხებდნენ. 

გიორგი ნაკაშიძემ თურქეთის აეროპორტში გადაღებული ვიდეოც გაავრცელა, რომელზეც ასახული იყო აეროპორტში ჩარჩენილი მგზავრების უკმაყოფილება. 

შეგახსენებთ, რომ ოსკარებით დაჯილდოების ცერემონიალი 22 თებერვალს გაიმართება. ქართული ფილმი "მანდარინები" ესტონეთის სახელით საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაშია წარდგენილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები