09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ვინ წავა უკრაინაში მაიდნის წლისთავზე საკანონმდებლო ორგანოდან, კვლავ უცნობია

ჯერ ისევ არ არის გარკვეული, ვინ წავა უკრაინაში მაიდნის წლისთავზე საკანონმდებლო ორგანოდან, თუმცა უმრავლესობაში ირწმუნებიან, რომ დეპუტატები აუცილებლად გაემგზავრებიან. ამ ეტაპზე კი მათი ვინაობა და წასვლის თარიღი არ არის დაზუსტებული.

უკრაინაში პრეზიდენტის გამგზავრებასთან დაკავშირებით კი ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ელისო ჩაფიძე ამბობს, რომ მარგველაშვილს მიჰყავს ის ადამიანები, რომლებიც არიან გაწევრიანებულები უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფში. "ასე მოხდა იაპონიაშიც. არ არსებობს სუბიექტური დამოკიდებულება," - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

დღის ამბები