26 აპრილი 2024,   08:55
ვრცლად
პროტესტი ჰესების მშენებლობაზე - 8 თვის ორსული სვანი ქალი მძიმე ტექნიკის წინ დაწვა

სვანეთში 6 თვის ორსული, მძიმე ტექნიკის წინ დაწვა და მას სამშენებლო სამუშაოებთან მისვლის საშუალება არ მისცა. ამ ფორმით გააპროტესტა 31 მარტს მაგდა გულედანმა ჰესების მშენებლობა. ის სპეცრაზმის მანქანებს მწოლიარე პროტესტით დაუპირისპირდა.

8 თვის ორსული ქალი იმ დღის საინფორმაციო გამოშვებების ერთ-ერთ მთავარ სიახლედ იქცა. დღის გმირი იხსენებს, რომ იმ მომენტში მხოლოდ სპეცრაზმსა და სვან ახალგაზრდებს შორის დაპირისპირების აცილებაზე ფიქრობდა. ღია ცის ქვეშ მან 6 საათი გაატარა.

მაგდას პროტესტმა შედეგი გამოიღო. მესტია-ჭალა ჰესის მშენებლობა ამ დროისთვის შეჩერებულია და პროექტის თავიდან განხილვა იგეგმება.

მაგდა წელიწადნახევარია, რაც საქართველოში დაბრუნდა. მისი მთავარი ოცნება იყო სვანეთში პირველი ახალი სახლი აეშენებინა.

მაგდა გულედანმა ისრაელში ათი წელი გაატარა, იქ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მოხვდა.

სვანეთში ფიქრობენ, რომ დაგეგმილი 52 ჰესის აშენება სვანეთის დაცლას გამოიწვევს. მისი თქმით, ჰესების უკონტროლო მშენებლობა ბუნების განადგურებას და კლიმატის შეცვლას იწვევს, სწორედ ამიტომ, თანამოაზრეებთან ერთად ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ავტორი: რუსკა გიორგაძე.

დღის ამბები