16 აგვისტო 2026,   04:55
ვრცლად
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საავტომობილო გზებს აწესრიგებენ

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. სოფელ ფოდაანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი პირადად გაეცნო.

420-მეტრიან მონაკვეთზე, ასფალტ-ბეტონის დაგებასთან ერთად, წესრიგდება სანიაღვრე არხებიც.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება დაახლოებით 200 ათასი ლარია.

დღის ამბები