03 ოქტომბერი 2024,   08:26
ვრცლად
„ცდილობენ პიროვნულად ჩემ წინააღმდეგ, ან ალექსანდრე ჩიტიშვილის წინააღმდეგ რაღაცები ააგორონ,” - დავით ბაციკაძე

ნაციონალური მოძრაობა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის - დავით ბაციკაძის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის - ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებას ითხოვს. 

საკითხზე უმაღლესი საბჭოს დღევანდელ რიგგარეშეს სხდომაზე იმსჯელებენ.

ამ ინიციატივას ასევე მხარს უჭერს დეპუტატი მედეა ვასაძე.

„ბატონმა დავით ბაციკაძემ არ იცის გარეული და შინაური. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მას რეაქცია ჩემზე რომ აქვს, ეს თავისთავად ცხადია. რეაქცია ექნება ჩემს შვილზეც,” - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრმა მედეა ვასაძემ.

დავით ბაციკაძე, მისი და ალექსანდრე ჩიტიშვილის გადაყენებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად იგეგმება რევანში მათ წინააღმდეგ.

„ცდილობენ პიროვნულად ჩემ წინააღმდეგ, ან ალექსანდრე ჩიტიშვილის წინააღმდეგ რაღაცები ააგორონ და თქვან, რა შუაშია „ქართული ოცნება,” ეს ადამიანები არიან უღირსები და ამიტომ ეს ადამინები დავსაჯოთ,” - აცხადებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით ბაციკაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები