21 დეკემბერი 2024,   19:59
ვრცლად
სუს-ის ანგარიში - დახურული 3-საათიანი სხდომის მიუხედავად, დეპუტატებმა კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს

სუს-ის ანგარიში პარლამენტში - დახურული 3-საათიანი სხდომის მიუხედავად, დეპუტატებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილისგან პასუხები ვერ მიიღეს.

სუს-ის ანგარიშში რუსული ოკუპაცია მთავარ საფრთხედ არის შეფასებული.

დოკუმენტში წერია, რომ საქართველოში ჯაშუშური ქსელები გააქტიურდა, უცხო ქვეყნებიდან დასავლეთის წინააღდეგ საბრძოლველად პოლიტიკური პარტიები, სააგენტოები და ექსპერტები ფინანსდება, თუმცა, დღეს სუს-ის მაღალჩინოსანს პარლამენტში არც ერთ კონკრეტული გვარი და ორგანიზაცია არ დაუსახელებია.

სუს-ის 28-გვერიდიანი ანგარიში პარლამენტში გასულ კვირას გადაიგზავნა, დღეს კი დეპუტატებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ზოგადად საფრთხეებზე საუბრის შემდეგ დახურულ შეხვედრაზე უფრო მეტს გაიგდებდნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშში ასევე წერია, რომ უცხოური სპეცსამსახურების მთავარი მიზანია ქართულ საზოგადოებაში დასავლეთის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება, საზოგადოების პოლარიზაცია და საქართველოს, როგორც სანდო პარტნიორის იმიჯის შელახვა.

კონკრეტულად ვინ შეიძლება, იყოს რუსეთის სატელიტი და ვინ არიან ეს ორგანიზაციები, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ ამაზე საუბარი მხოლოდ ნდობის ჯგუფში შედგება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან ექსპერტები მეტ კონკრეტიკას ითხოვენ.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ ანგარიშში საფრთხეები განსაზღვრულია, თუმცა, მათი განეიტრალების და თავიდან აცილების გზებზე არაფერია ნათქვამი. რა კონტრზომებს მმართავს სუს-ი, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

დეპუტატები და სპეციალისტები მეტ კონკრეტიკას სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურისგან, ელიან. მან ანგარიშში დეპუტატებს უფრო გაფართოებულ ფორმატში - სესიაზე უნდა ჩააბაროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები