21 დეკემბერი 2024,   20:13
ვრცლად
"ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას" - "Freedom House"-ის ანგარიში 

საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - გარდამავალ ეტაპზე მყოფ სახელმწიფოებთან დაკავშირებით მორიგ ანგარიშს "Freedom House" აქვეყნებს.

ყოველწლიური კვლევის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში, სადაც შვიდ ქულიან სისტემაში უმაღლესი 1 ქულაა - საქართველოს 4, 68 მეასედი აქვს, რაც შარშანდელთან შედარებით დაბალია.

დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველომ პოზიციები მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის საკითხებში დათმო. კვლევაში ნათქვამია:

"საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 2013 წელს, ერთწლიანი მმართველობის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა, თუმცა მმართველს პარტიაზე კონტროლს ინარჩუნებს. ივანიშვილის პოლიტიკური ვენდეტები და თბილისის განვითარების გეგმა კვლავ ტვირთად აწევს ქართულ პოლიტიკას"- წერია დოკუმენტში.

„Freedom House“-ის ანგარიშში საქართველო გარდამავალი ანუ ჰიბრიდული რეჟიმების სიაშია, სადაც როგორც წესი, საარჩევნო დემოკრატია არსებობს, თუმცა სუსტია დემოკრატიული ინსტიტუტები - მნიშვნელოვანი გამოწვევები ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვის კუთხით.

დღის ამბები