21 დეკემბერი 2024,   18:57
ვრცლად
მოსკოვი რუსეთიდან ქართველ დიპლომატს აძევებს

მოსკოვი რუსეთიდან ქართველ დიპლომატს აძევებს. სერგეი ლავროვის უწყებამ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენლს ქვეყნის დასატოვებლად 7 დღიანი ვადა მისცა.

გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალური განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს არის საპასუხო ზომა იმ უსაფუძვლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც თბილისმა სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემდეგ მიიღო.

"რუსულმა მხარემ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექტიის თანამშრომელი მიუღებელ პირად გამოცხადა,"- ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ შესაბამისი ნოტა რუსეთში შვეიცარიის ელჩს დღეს გადაეცა.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ რუსეთის ქმედება ქართული მხარის 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე საპასუხო ქმედებაა. 

დღის ამბები