09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ვითარების ესკალაციითაა დაინტერესებული - უკრაინის ელჩი აშშ-ში

უკრაინელები ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამის შესახებ საუბრობენ აშშ-შიც. ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, რომ, თუკი იქნებოდა ადეკვატური რეაქცია 2008 წლის აგვისტოს ომზე, დღეს ევროპის უსაფრთხოების სურათი განსხვავებული იქნებოდა და მოვლენები უკრაინაში ასე არ განვითარდებოდა.

 „კრემლი უკრაინის სურვილს, რომ იცხოვრონ სხვა ევროპელი ხალხების მსგავსად, საკუთარ საფრთხედ აღიქვამს. ის შიშობს, რომ დასავლური ღირებულებები მოსკოვს უახლოვდება. სწორედ ამიტომ რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ვითარების ესკალაციითაა დაინტერესებული. შედეგად მივიღეთ კონფლიქტი საქართველოში, სადაც პუტინი მხარს უჭერს სეპარატისტებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ამიტომ ერევა აზერბაიჯანი-სომხეთის ურთიერთობაში, მოლდოვასა და სხვა მეზობლების საქმეებში. მაგრამ გვჯერა, რომ უკრაინა შესძლებს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას. თუმცა, ამას დრო დასჭირდება. შეუძლებელია, 21-ე საუკუნეში მეზობლის ტერიტორია მიიტაცო და იფიქრო, რომ ეს სამუდამოდ გაგრძელდება. ეს არ არის სამოქალაქო ომი. ეს არის კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა უკრაინაში წამოიწყო,“ - განაცხადა უკრაინის ელჩმა აშშ-ში, ოლექსანდერ მოთსიუკიმ.

დღის ამბები