09 ოქტომბერი 2024,   12:23
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი დუბაიში

მასშტაბური ხანძარი დუბაიში. ცეცხლი მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მაღალ შენობას, "ჩირაღდნის" სახელით ცნობილ ცათამბჯენს მოედო.

გავრცელებული ცნობით, ხანძარი 50–ე სართულზე გაჩნდა და მის ლიკვიდაციას სამაშველო ბრიგადები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

შემთხვევის დროს შენობიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.

336 მეტრის სიმაღლის, 79 სართულიანი ცათამბჯენი დუბაიში 2011 წელს გაიხსნა.

დღის ამბები