ლოს-ანჯელესში, "დოლბის" თეატრის წინ "ოსკარის" დაჯილდოვების რიგით 87–ე ცერემონიისთვის ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ხვალ ამერიკის უმაღლესი კინოაკადემია წლის რჩეულებს გამოავლენს.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში "ოსკარზე" წარდგენილია ზაზა ურუშაძის „მანდარინები“, რომელიც ქართულ-ესტონური ნამუშევარია.
ურუშაძის განცხადებით, "ეს არის ესტონეთისთვის "ოსკარზე" წარდგენის პირველი შემთხვევა, ქართველი რეჟისორისთვის კი - მეორე. მე ქართველი ვარ. თქვენ იცით, რომ მანდარინები ესტონეთისა და საქართველოს ერთობლივი ნამუშევარია, რაც ძალიან კარგია".
"ოსკარის" დაჯილდოვების ცერემონია კვირა ღამით გაიმართება და მას პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი2“ შემოგთავაზებთ.