09 ოქტომბერი 2024,   12:22
ვრცლად
ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში დაბრუნება სურს

ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინაში დაბრუნება სურს.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა ევრომაიდნის წლისთავზე, რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

იანუკოვიჩის თქმით, მას ძალიან აწუხებს უკრაინაში განვითარებული მოვლენები და, თუ შესაძლებლობა ექნება, მზად არის, დაიცვას ხალხი უკანონობისგან და ქაოსისგან.

ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს აფარებს თავს, სინანულს გამოთქვამს, რომ ამ ეტაპზე უკრაინაში მიმდინარე ომის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება არ შეუძლია.

დღის ამბები