03 ოქტომბერი 2024,   08:29
ვრცლად
ავარიაში დედა და ორი ბავშვი დაიღუპა [ვიდეო]

აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარ ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილები არიან დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი. 

თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსში მყოფმა სხვა მგზავრებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღეს. სამი ადამიანი - დედა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილი კი, გარდაიცვალა.   

ავარიის მიზეზს საპატრულო პოლიცია ადგენს. 

დღის ამბები