03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
თერჯოლის სოციალური მომსახურების ცენტრმა 1000 ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე დატოვა

სოციალურად დაუცველები დახმარების უკანონოდ მოხსნის შესახებ საუბრობენ. ასეთი ოჯახი თერჯოლაში რამდენიმეა. მათ თერჯოლის სოციალური მომსახურების ცენტრმა ერთადერთი საარსებო დახმარება მოუხსნა.

ასეთი სულ 1000 ოჯახია, რომელთაც გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე დახმარება შეუწყდათ.

თერჯოლის რაიონის სოციალური დახმარების ცენტრმა ბაზაში არსებული ოჯახები გადაამოწმა და მათ დიდ უმრავლესობას, სხვადასხვა მიზეზით, დახმარების გაგრძელებაზე უარი უთხრა.

დღეის მონაცემებით, თერჯოლაში უკიდურეს გაჭირვებაში მცხოვრები კომლებიდან სახელმწიფოსგან ფინანსურ შემწეობას მხოლოდ 420 ოჯახი იღებს.

დღის ამბები