03 ოქტომბერი 2024,   08:30
ვრცლად
ნავთობკომპანიები საწვავის გაძვირებისთვის ემზადებიან

ნავთობკომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, თუ ლარის გაუფასურება კიდევ გაგრძელდება და დოლართან მიმართებით მისი ოფიციალური კურსი 2,2–მდე გაიზარდა, მაშინ ბენზინიც გაძვირდება.

ნავთობკომპანიები არ გამორცხავენ, რომ საწვავის ფასმა მსოფლიო ბაზარზეც დაიწყოს მატება.

ნავთობკომპანიებში აცხადებენ, რომ ისინი წაგებაზე ვერ იმუშავებენ და იძულებულნი გახდებიან, საწვავის ღირებულება გაზარდონ.

„საწვავის ფასზე უმთავრეს გავლენას ახდენს ორი ფაქტორი, ეს არის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი და ეროვნული ვალუტის კურსი იმ ვალუტასთან მიმართებაში, რომელზეც ხდება ნავთობზე გარიგებები მთელს მსოფლიოში. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ საწვავის ფასის მატება გარდაუვალია,“ - აცხადებს „ლუკოილის“ გენერალური დირექტორის მოადგილე, შავლეგ მიშველაძე.

დღის ამბები