საქართველოსა და ლიტვის შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი მუშაობის საკითხი განიხილეს.
გიორგი გახარიამ ლიტველ კოლეგას, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები გააცნო.
საუბარი შეეხო ასევე ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს.
„ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ და მადლობა გადავუხადეთ ჩვენს კოლეგებს იმ დახმარებისთვის, რომელიც უვიზო რეჟიმის მიღების ეტაპზე ლიტვამ გაუწია საქართველოს. ასევე ვისაუბრეთ საჭიროების შესახებ პოლიციის ატაშეს ინსტიტუტის შექმნის შესახებ რეგიონში“- განაცხადა მინისტრმა.