03 ოქტომბერი 2024,   08:28
ვრცლად
ტყიბულის მაღაროში მიმდინარე სამუშაოების დროს ერთი პირი გარდაიცვალა

ტყიბულის მაღაროში 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ადგილზე ტრანსპორტის ცვლის უფროსად მუშაობდა.

კომპანიის „საქნახშირი ჯი აი ჯი“ გენერალური დირექტორის მოადგილე, ბეჟან ბალავაძე აცხადებს, რომ ტრანსპორტის ცვლის უფროსი შემთხვევის დროს არასავალ ნაწილში იმყოფებოდა რა დროსაც კედლის ჩამოშლა მოხდა. სპეციალური კომისია და შსს-ს წარმომადგენლები ამ დრომდე სწავლობენ მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს.

გარდაცვლილის დაკრძალვის ხარჯებს კომპანია „საქნახშირი ჯი აი ჯი“  აანაზღაურებს და დაღუპულის ოჯახს შესაბამის კომპენსაციას გადაუხდის.  

დღის ამბები