03 ოქტომბერი 2024,   08:25
ვრცლად
კიევში ღირსების მარშის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება

კიევი დღეს ღირსების მარშისთვის ემზადება. მასშტაბური მსვლელობა კიევის ცენტრში ევრომაიდნის მოვლენების წლისთავის ფარგლებში იმართება.

ღირსების მარშში მონაწილეობას ქვეყნის პრეზიდენთან ერთად ხელისუფლების წევრები და ევროპელი ლიდერებიც მიიღებენ. კიევში 10 ქვეყნის დელეგაციას ელოდებიან.

მარში 15:30-ზე ინსტიტუტის ქუჩაზე დაიწყება და ყველა იმ ქუჩას მოიცავს სადაც ერთი წლის წინ იანუკოვოჩის სამთავრობო ძალებსა და ევრომაიდნის მონაწილეებს შორის სისხლიანი დაპირისპირება სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მსვლელობა დამოუკიდებლობის მოედანზე დასრულდება სადაც მონაწილეები ლოცვას აღავლენენ და პატივს მიაგებენ მათ ხსოვნას, ვინც საკუთარი სიცოცხლე ევროპულ მომავალს შესწირა.

ამავე თემაზე
დღის ამბები